ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი:
ადამიანები გამუდმებით ეძებენ ჯადოსნურ ჯოხს ყველა სურვილის ერთბაშად ასასრულებლად.
– თქვენს გიძებნიათ ეს ინსტრუმენტი?
ჯოხის რა გითხრათ, მაგრამ შემიძლია გამოცდილება გაგიზიაროთ:
როგორც წესი, გამართლების სერია ერთდროულად დგება ცხოვრების სხვადასხვა სფეროში… დაკვირვებიხართ ამ ამბავს?
ამის მიზეზი გახლავთ თქვენი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც უდრის მაღალი ვიბრაციის სიხშირეზე ყოფნას…
სხვაგვარად კიდევ “ნაკადში ყოფნას” ეძახიან ამ მდგომარეობას…
სხვათა შორის წარუმატებლობის სერიაც ყველა სფეროში ერთბაშად მოდის, რადგან ესეც მდგომარეობის შედეგია…
ფსიქოლოგიური პრაქტიკის დიდი ნაწილი, სწორედ ამას ემსახურება, რომ ამ “წარმატების ნაკადში” მოვხვდეთ.
როცა ნაკადში ხარ, ყველაფერი მარტივად გამოგდის, იღბლიანი ხდები თითქოს: –
რაც გჭირდება ის საიდანღაც ჩნდება,
ვისც ეძებ თავისით მოდის,
რასაც ეძებ – თავისით გიპოვის…
ვინც იცით რაზე ვსაუბრობ, დამეთანხმებით და ვინც არ იცით, გილოცავთ ამ ბედნიერებას – როცა უეცრად აღმოაჩენთ, რომ თქვენში ჯინმა გაიღვიძა.