მიხეილ შანი პარტნიორული ურთიერთობის შესახებ საკუთარ მოსაზრებას სოციალური ქსელით გვიზიარებს:
“ურთიერთობაში ხშირად არ გვტკივა იმიტომ, რომ ის არასწორია. გვტკივა იმიტომ, რომ რაღაც ჩვენში აღარ გვესმის. ადამიანების უმეტესობას ეს განცდა ერთხელ მაინც ჰქონია:
- ვცდილობ…
- ვფიქრდები…
- ვიცვლები…
მაგრამ ურთიერთობაში რაღაც ისევ იმავე ადგილზე ჩერდება. ამ დროს იწყება ძიება და ჩნდება კითხვები:
- ვინ არის დამნაშავე?
- მე? ის? ცხოვრება?
გამოცდილება ერთ რამეს გვაჩვენებს: ურთიერთობა არ ინგრევა სიტყვების გამო. ის იძაბება მაშინ, როცა ჩვენი შიდა დონეები ერთმანეთს აცდენილია. ურთიერთობა ჩვენი ცნობიერების ანარეკლია. ხანდახან გარემო გვღლის. იქ, სადაც ვართ, აღარ არის სიმშვიდე. სივრცე, ადამიანები და ტონი აღარ გვაძლიერებს. ეს სისუსტე არ არის – ეს შინაგანი სიგნალია. ხანდახან ქცევები გვაშორებს ერთმანეთს. დუმილი, გაღიზიანება, თავდაცვა. არა იმიტომ, რომ არ გვიყვარს,არამედ იმიტომ, რომ ტკივილს ასე ვიცავთ.
ხშირად სიყვარული არის, მაგრამ უნარები არ გვყოფნის. არ გვასწავლეს მოსმენა. არ გვასწავლეს კონფლიქტში დარჩენა ისე, რომ კავშირი არ დავკარგოთ. ეს ნაკლი კი არა, ადამიანური გამოცდილებაა.ხშირად ურთიერთობას ძველი რწმენები მართავს:
- რომ სიყვარული ტკივილია,
- რომ მოთმენა ღირსებას ნიშნავს,
- რომ მეტს არ ვიმსახურებთ.
ეს რწმენები მაშინ შეიქმნა, როცა სხვანაირად ვერ გადავრჩებოდით. ერთ მომენტში ადამიანი საკუთარ თავს კარგავს ურთიერთობაში. რჩება როლი – ქრება ცოცხალი „მე“. მაგრამ ნიღაბთან კავშირი დიდხანს ვერ ძლებს. ხანდახან კი უბრალოდ აზრი იკარგება. ვართ ერთად, მაგრამ აღარ ვიცით რისთვის. არის ყოფა, მაგრამ აღარ არის სიღრმე. ურთიერთობა არ გვთხოვს სრულყოფას. ის გვთხოვს გაცნობიერებას. ხოლო ცნობიერება იწყება იქ, სადაც ადამიანი საკუთარ თავს ხედავს | ბრალის გარეშე. ხანდახან ურთიერთობა არ გვანგრევს – ის გვაბრუნებს საკუთარ თავთან.
თუ ამ ტექსტში სადმე საკუთარი თავი ამოიცანი, ეს პრობლემა არ არის – ეს მზაობის ნიშანია”, – ამბობს ფსიქოთერაპევტი.