ეს პატარა, მაგრამ დასამახსოვრებელი, ემოციური ისტორია ფეისბუქის მომხმარებელმა გიგა კუჭუხიძემ გამოაქვეყნა. მან გაგვიზიარა ამბავი ძაღლზე, რომელიც პატრონმა გლდანში, ქუჩაში გამოაგდო, თავად კი შეიფარა.
“ეს ემილიანოა.
უფრო სწორად მე დავარქვი ემილიანო, ზუსტად ვინ არის არ ვიცი.
აქვე ახლოს, 22-ე კორპუსიდან გამოაგდეს და მე მომძებნა, კიდევ 1-2 ჩემი მეზობელი.
ჰოდა ასე იქცა ქუჩის ძაღლად ჩვენი ემილიანო.
სულ მაინტერესებდა რატომ არ ბრუნდებოდა სახლში, მართალია რომ გამოაგდეს, მაგრამ სახლი ხომ აქვეა?
პასუხი კი ახლახან გავიგე.
ამას წინათ, აქვე ახლოს სკვერში მისმა ყოფილმა პატრონმა გამოიარა, ემილიანომ დაინახა, მიესალმა, მაგრამ როცა პატრონი წავიდა არ გაჰყვა, დარჩა ჩვენთან და თვალიც კი არ გააყოლა.
აი ასეთია ემილიანო.
მართალია, რომ ერთგულია მაგრამ დიდია, ღირსეულია.
და ის კაცი? რანაირი ადამიანი უნდა იყო რომ ძაღლსაც არ უნდოდე”, – წერს სოციალურ ქსელში გიგა კუჭუხიძე.