იაპონიაში 102 წლის ქალმა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიში დაძლია — მან პირველად ისწავლა ცურვა.
როგორც იაპონური ადგილობრივი მედია წერს, ხანდაზმული ქალი მთელი ცხოვრება წყალს ერიდებოდა. ცურვა მისთვის არა სიამოვნებასთან, არამედ შიშთან ასოცირდებოდა. თუმცა ასაკმა და გამოცდილებამ ერთი რამ მაინც ასწავლა — სურვილების გადადება უსასრულოდ არ ღირს.
102 წლის ასაკში მან გადაწყვიტა, ის, რაც არასდროს გაუბედავს…
ქალი სპეციალურ აუზში, ინსტრუქტორის მეთვალყურეობით დადის. გაკვეთილები ნელ ტემპში მიმდინარეობს და “მოსწავლე” პირველ ეტაპზე მხოლოდ წყალთან შეგუებას ცდილობს. მისი მთავარი მიზანი რეკორდი ან სპორტული მიღწევა არ არის — მისთვის ეს შიშის დაძლევის და საკუთარ თავთან გამარჯვების ისტორიაა.
ინსტრუქტორების თქმით, ქალი გაკვეთილებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და ყოველი პატარა წინსვლა გულწრფელ სიხარულს იწვევს. მისი მაგალითი უკვე იქცა შთაგონებად სხვა ხანდაზმული ადამიანებისთვისაც, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ „მათი დრო უკვე გავიდა“.
ისტორია სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და ათასობით დადებითი კომენტარი დააგროვა. ბევრი მომხმარებელი წერს, რომ ეს არის შეხსენება, რომ ასაკის მიუხედავად, ადამიანი არასდროს უნდა დანებდეს შიშებს,
ხანდაზმული ქალი კი თავად ამბობს:
„თუ ახლა არ ვცდი, მაშინ როდის?“