12 წლის გოგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით N186 სკოლა განცხადებას ავრცელებს

12 წლის გოგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, N186 სკოლა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
“სსიპ ქალაქ თბილისის N186 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოხატავს ჩვენი სკოლის მოსწავლის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, თითოეულ მის თანაკლასელსა თუ მეგობარს, პედაგოგებს და მთელ დიდ დიღომს.
აღნიშნული ტრაგედია არ ეკუთვნის მხოლოდ მის ოჯახს, ეს მთელი საზოგადოების ტკივილია.” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები