“კარგი იქნებოდა, ჩემი ტოლი და სწორი შემხვედროდა ცხოვრების გზაზე, 13 წლით უფროსია ხათუნა ჩემზე..”- ზურა ხაჩიძე

ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას წყვილი უკვე წლებია, აქტუალობას არ კარგავს. მათი რომანი თავიდანვე ხმაურიანად დაიწყო და ასაკობრივი სხვაობის გამო მათ დაშორებასაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა წყვილი უკვე ოცი წელია ერთადაა. მათ ქალიშვილი, ანასტასია ხაჩიძე ჰყავთ. ხათუნას თეკუჩა ქარსელაძესთან პირველი ქორწინებიდან კი ერთი შვილი, მომღერალი ნინი ქარსელაძე ჰყავს.

ამჯერად ხათუნა და ზურა ლელა წურწუმიას გადაცემას ესტუმრნენ, სადაც ოჯახური თანაცხოვრებისა და მათ შორის ასაკობრივი სხვაობის შესახებ ისაუბრეს:

“ძალიან კარგი იქნებოდა, ჩემი ტოლი და სწორი შემხვედროდა ცხოვრების გზაზე, 13 წლით უფროსია ხათუნა ჩემზე, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ახლა… ბევრი ადამიანი პროგნოზირებდა ჩვენი ოჯახის დანგრევას.… 20 წელია ერთად ვართ, ბედისწერამ გვარგუნა ერთმანეთი” – თქვა ზურა ხაჩიძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები