გოგონა, რომელიც სილამაზის კონკურში მაკიაჟის გარეშე მონაწილეობს ფინალში გადავიდა

მის ინგლისის ფინალის ერთ-ერთი მონაწილე სილამაზის კონკურსის ბოლო ეტაპზე ისე გადავიდა, რომ მაკიაჟი არ გამოუყენებია. ეს კონკურსის თითქმის საუკუნოვან ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა კონკურსანტმა მაკიაჟის გარეშე მიიღო მონაწილეობა.

20 წლის მელისა ლონდონის ერთ-ერთი კოლეჯის სტუდენტია და ოქტომბერში მის ინგლისის ფინალშიც მიიღებს მონაწილეობას. როგორც თავად აცხადებს, ოქტომბერში გვირგვინის მოსაპოვებლად ბრძოლას ისევ უმაკიაჟოდ აპირებს.

“ეს გამარჯვება ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რადგან ვგრძნობ, რომ სხვადასხვა ასაკის გოგო მაკიაჟს ზეწოლის გამო იყენებს. თუ ადამიანს საკუთარი კანი მოსწონს, არ უნდა გვაიძულებდნენ, რომ ის მაკიაჟით დავიფაროთ. სწორედ ჩვენი ნაკლოვანებებია ის, რაც თითოეულ ინდივიდს უნიკალურს ხდის”, — ამბობს მელისა.

მელისამ ისიც დასძინა, რომ მაკიაჟის გაკეთება ძალიან პატარა ასაკში დაიწყო, თუმცა ახლა გადაწყვიტა, რომ კონკურსისთვის დამახასიათებელ ტრადიციას თავი აარიდოს და მონაწილეობა უმაკიაჟოდ მიიღოს. “არასდროს მიგრძნია, რომ სილამაზის სტანდარტებს ვაკმაყოფილებდი. ახლახან გავაცნობიერე, რომ საკუთარ კანში ლამაზი ვარ და გადავწყვიტე, რომ სხვებს კონკურენცია მაკიაჟის გარეშე გავუწიო”, — ამბობს მელისა.

კომენტარები

სხვა სიახლეები