ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი, გიორგი ნაზღაიძე, რომელიც “რუსთავი-2”-ზე პროექტ “პრაიმ ჰაუსში” მონაწილეობს ისევ ხალხის რჩეული გახდა და ნახევარფინალშიც გადავიდა.
როგორც მოდელი ამბობს მოგების შემთხვევაში აღებული თანხით შვილის დაბრუნებას აპირებს, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და ჯერ არ უნახავს.
“ამ პროექტში იმისთვის მოვედი, რომ მოვიგო, ავიღო თანხა და წავიდე, დავიწყო ბრძოლა ჩემი შვილისთვის”…
როგორც ცნობილია, გიორგი ნაზღაიძეს ყოფილი საცოლისგან შვილი ჰყავს ბავშვი ამერიკაშია დაბადებული, ახლა დაახლოებით 12 წლის არის და გიორგის უკრძალავენ მის ნახვას. როგორც თავად ამბობს, იმის გამო, რომ ბავშვი ამერიკის მოქალაქეა, რთულია მისთვის საქართველოდან ბრძოლა. ამიტომაც დაგეგმა პროექტში მონაწილეობა, რომ მოაგროვოს თანხა და შვილის აღიარებისა და ნახვის უფლება მიეცეს.