„ამიერიდან შვილმკვდარი მამა იქნები… ვწუხვარ, რომ ვაქვეყნებ ინფორმაციას“ – მარიამ კუბლაშვილი

ამიერიდან შვილმკვდარი მამა იქნები ჩემო ძვირფასო ხასო ბიძია, ძალიან მიჭირს და ვწუხვარ, რომ ვაქვეყნებ ინფორმაციას გებიშა ხანგოშვილის გარდაცვალების შესახებ. Meka Khangoshvili, Tumi Dishni ვიზიარებ, ჩვენ ერთად ძმა დავკარგეთ, – წერს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, პანკისელი უხუცესის, ხასო ხანგოშვილის ვაჟი გარდაიცვალა.
50 წლამდე გებიშ ხანგოშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
შემთხვევა, სოფელ მატანთან წუხელ მოხდა. ავარიის შედეგად, დაშავებული სამი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

კომენტარები

სხვა სიახლეები