როგორ დაბრუნდა გოგონა საქართველოში, რომელმაც ფრენამდე 3 საათით ადრე პასპორტი დაკარგა

სოციალურ ქსელში, “ფეისბუქმომხმარებელი”, მარიამ მანველიშვილი, რომელმაც ფრენამდე 3 საათით ადრე პასპორტი დაკარგა, ავსტრიიდან საქართველოში დაბრუნებას იხსენებს.

“ფრენამდე 3 საათით ადრე პასპორტი დავკარგე….
ჩანთა დამრჩა ყველაფრით აეროპორტისკენ მიმავალ მატარებელში….
ვეძებეთ ორ სადგურზე… ვიკითხეთ ყველგან რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა… ბოლოს გავიგეთ რომ ნომერი შეეცვალა მატარებელს და გრაცში წავიდა ,(ვენიდან 2 საათის გზაზე)
მატარებლის დაწევის შანში რა თქმა უნდა 0 იყო…
ჩანთის პოვნის აღარანაირი იმედი რომაღარ იყო წავედით საკონსულოში ფრენამდე 2 საათით ადრე.. სადაც დაგვხვდა საოცრად კარგი ხალხი.. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgiaკონსულმა, შორენა წიკლაურმა, Shoka Tsiklauriუსწრაფეს დროში დაგვიმზადა უკან დაბრუნების პასპორტი.. დრო ისევ ძალიან ცოტა გვქონდა და საკუთარი ავტომობილით წაგვიყვანა აეროპორტში და იქამდე გველოდებოდა ავდოსადგომზე სანამ არ გაიგო რომ შევძელით და მივასწაროთ ფრენას..
ნახევარი დღე არ მახსოვს გუშინდელიდან…
ჯერ კიდევ რომ მახსენდება მუხლები მეკვეთება…
პირველი და ყველაზე დიდი მადლობა Salomeს რომ ჩემს მდგომარეობას უყურებდა და ყველაფერს აკეთებდა დასახმარებლად..
უდიდესი მადლობა საქართველოს საკონსულოს ავსტრიაში, Georgia in Austria არ ვიცი ამ კარგი ხალხის გარეშე რა მეშველებოდა.. ბოლომდე კიდევ ვერ ვიაზრებ რა და როგორ მოხდა, მაგრამ ისეთი გვერდში დგომა ვიგრძენი ფრენისთვის რომ ვერ მიგვესწრო იმედი მქონდა რომ ქუჩაში არ დავრჩებოდი..
ასევე უღრმესი მადლობა ჩემს მეგობარს ავსტრიაში, Ek Ka , რომლის დახმარებითაც შევძელი დროებითი პასპორტის დამზადების უზრუნველყოფა..
მიხარია საქართველოში რომ ვარ..
მიხარია რომ ამდენი კარგი ადამიანი არსებობს..
მიხარია რომ საბოლოო ჯამში გრძნობ ხალხის მხარდაჭერას სადაც არ უნდა იყო..”-წერს “ფეისბუქმომხმარებელი”.

კომენტარები

სხვა სიახლეები