შეეწირა თუ არა სიმამრის ”პოსტს” გეგა ფალავანდიშვილის სამსახური

გეგა ფალავანდიშვილის ”რუსთავი 2”-დან გაშვებამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. არხი ერთ-ერთ უცვლელ სახეს შეელია. რატომ მოხდა ასე, თავად გეგამ არ იცის. უთხრეს, წადიო და უპრობლემოდ წამოვიდა.  გეგას სიმამრი მამუკა გამყრელიძე უახლოეს მომავალში პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს. სოციალურ ქსელში კი ცოტა ხნის წინ სტატუსი დაწერა, სადაც ნაციონალების მიერ დაგეგმილ აქციას აკრიტიკებდა. სტატუსმა ზოგიერთი ნაციონალი გაანაწყენა. გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, სიმამრის პოზიცია გახდა არხიდან გეგას წამოსვლის მიზეზი.

Rating– მამუკა, ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილი მიტინგის შესახებ ”ფეისბუქზე” თქვენი აზრი გამოთქვით, რამაც ზოგიერთი ნაციონალი გააღიზიანა. სოციალური ქსელით მათთან კამათის შემდეგ ხომ არ შეიცვალეთ აზრი და მიტინგზე წასვლის სურვილი ხომ არ გაგიჩნდათ?
– არ ვაპირებ მიტინგზე წასვლას. ამას პარტიის აქტივისტიც რომ ვიყო, მაშინაც ვერ მოვახერხებდი, რადგან ოპერაცია გავიკეთე მუხლზე და სიარული მიჭირს. ჩემი აზრით, ასეთი აქციები და მიტინგები ნაადრევია. კულუარულად ლაპარაკობდნენ და ახლა ხმამაღლა გაისმის, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, მოწოდება იმაზე, რომ მხოლოდ ერთი აქციით არ შემოვიფარგლოთ. მოვითხოვოთ მთავრობის გადადგომა და პერმანენტულად ვაქციოთ აქციაო. ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი გეგმა. საზოგადოება ნელ-ნელა გამოფხიზლების პროცესშია. იმ ხალხმა, ვინც ”ქართულ ოცნებას” მისცა ხმა, დაინახა, რომ ეს არაა ის ძალა, რომელსაც შეუძლია, მართოს ქვეყანა. მთავრობა ძალიან სუსტი და უნიათოა. შესაბამისად, ხალხი ნელ-ნელა შემოტრიალდა. გარდა ამისა, ხელისუფლების რბილი პოლიტიკა რუსეთის მიმართ შედეგებს არ იძლევა და პირიქით საზიანოა. ახლა პროდასავლურმა ძალებმა გამოსვლები რომ დავიწყოთ, ეს კონტრპროდუქტიული იქნება.… აუცილებელია, სიტუაცია მომწიფდეს. ამას კი დრო სჭირდება. პირადად მე ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ძალიან უცნაური დამოკიდებულება გამიჩნდა.

– სტატუსის დაწერის მერე გაგიჩნდათ ასეთი დამოკიდებულება?
– სამწუხაროდ, ასე მოხდა. სტრატეგიულად თუ ფილოსოფიურად ჩვენ ერთი და იმავე აზრის მატარებელი ხალხი ვართ. მეც მინდა, ქვეყანა ნატოში შევიდეს და მსურს, აქტიური და კვალიფიციური მთავრობა მყავდეს. მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ყველაფრის მიღწევის მეთოდები სულ სხვა უნდა იყოს. პირველ რიგში, არჩევნებამდე მშვიდად უნდა მივიდეთ და გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი. არავითარი ვადამდელი არჩევნები არ გვჭირდება. რევოლუციების დრო ნამდვილად აღარაა. ეს ყველაფერი პირადად მე მომბეზრდა და მგონია, რომ ხალხსაც მოჰბეზრდა.

შეიძლება, არიან ისეთებიც, ვისაც მოსწონს მიტინგებზე შურდულივით სირბილი, მაგრამ მე არ ვარ მათ შორის. მინდა, მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე და ჩემი ნება მაშინ გამოვხატო. არ მომწონს ჩემს ქვეყანაში ცხოვრება? ოთხივე მიმართულებით გზა ხსნილია, ავდგები და წავალ იქ, სადაც საოცნებო ქვეყანაა. არავითარი დაძალება და აქციების მოწყობა, როგორც უმცირესობას უნდა, არ შეიძლება. მეორე მხრივ, რატომ დააანონსეს 21 მარტი? ეს გამოიწვია პარლამენტში უმრავლესობის უარმა უმცირესობასთან საუბარზე. მივიჩნევ, რომ ეს უმრავლესობის დიდი შეცდომა და მავნებლური პოზიციაა. შენ თუ არ აძლევ სამთავრობო ოპოზიციას აზრის გამოთქმის საშუალებას, ამით აიძულებ საპარლამენტო უმცირესობას, პოლემიკა ქუჩაში გადაიტანოს. შეიძლება, არეულობა არც უმრავლესო-ბას უნდა და არც უმცირესობას, მაგრამ პროვოკატორები ცოტა არიან? მე, პირველ რიგში, ამის მეშინია.

გეგა ფალავანდიშვილის ”რუსთავი 2”-დან გამოშვება თქვენი მი-ტინგთან დაკავშირებით პოზიციის გამო ხომ არ მოხდა?
– გეგა არის აბსოლუტურად თავი-სუფალი ადამიანი და მას ყველაფერზე საკუთარი აზრი აქვს. არ ვარ დარწმუნე-ბული, რომ 21 მარტს აპირებს აქციაზე მისვლას. მაგრამ არც ის მგონია, რომ რაიმე პოლიტიკური მოტივით გამოუშვეს არხიდან. უბრალოდ, დირექტორს აბსო-ლუტურად სხვა შეხედულებები ჰქონდა არხის შემდგომ მუშაობასთან დაკავში-რებით. ის თვლის, რომ უკეთესად შეი- ძლება მუშაობა. დირექტორი მიიჩნევს, რომ გეგას ადგილზე შეიძლება დანიშნოს ადამიანი, რომელიც უკეთ იმუშავებს. რატომ ფიქრობს ასე, ეს მეორე საკითხია და არავის აუხსნია. ფაქტია, რომ არხიდან ძველი დირექტორის მიყვანილი რამდე-ნიმე ადამიანი გაუშვეს.

– ორივე ხომ დიდხანს მუშაობდა არხზე. გეგა შვიდი წელი იყო ”რუსთა-ვი 2”-ის თანამშრომელი.
– გეგა იყო პროგრამირებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი. შვიდი წლის განმავლობაში ისე მუშაობდა, რომ არც ერთხელ არ ჰქონია ჩავარდნა და რატომ უნდა იყო უკმაყოფილო მისით, არ ვიცი. მაგრამ მათ ჩამოაშორეს პროგრამირებას. დატოვეს და ”ნიჭიერში”, მერე ”ნიჭიერიდანაც” მოხსნეს. მარტო მარკეტინგში დატოვეს. ბოლოს მარკეტინგიდანაც გაუშვეს. ამ ყველაფერს ვერაფერს დავარქმევ, თუ არა პირად მიუღებლობას, როცა ადამიანები რაღაცაზე ვერ თანხმდებიან, ასე ხდება. თუმცა გეგა ისეთი ტიპია, რთულია, მასთან საერთო ვერ იპოვო.

– ”ფეისბუქზე” წერდნენ, გეგა ისეთი პროფესიონალია, მუშაობის დაწყება არ გაუჭირდებაო…
– არ ვიცი, დაიწყებს თუ არა უახლოეს მომავალში მუშაობას. ამ წუთას ჩეხეთში გახლავთ. თავისი პროფესიიდან გამომდინარე, კონსულტანტად მიიწვიეს.

– ზოგიერთი იმასაც წერდა, რომ გეგა თქვენთან დაიწყებდა მუშაობას საკაბელო არხზე…
– თითქმის ერთი წელია, ”ჯიემჯის-თან” აბსოლუტურად არაფერი აღარ მაკავშირებს. აღარც კი არსებობს. სახელი გადაარქვეს და სრულიად სხვა ორგანიზაციაა.

– თქვენი შექმნილი კომპანია რომ დათმეთ, გული არ გწყდებათ?
– გული ბევრ რამეზე მწყდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მუდამ უკან უნდა ვიყურო. ყოველთვის მომავალზე ვფიქრობ. შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ ჯერ პენსიაზე გასვლას არ ვაპირებ.

– სატელევიზიო სფეროში დაბრუნებას აპირებთ?
– ახლა საზოგადოებრივ ორგანიზაციაში ვარ. ბევრი საინტერესო პიროვნებაა ამ ორგანიზაციაში გაერთიანებული. ისინი, ვინც ძველ ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ, მაგრამ თავს არ მოიაზრებენ, როგორც ნაციონალები: გრიგოლ ვაშაძე, ნიკა რურუა, მამუკა კუდავა, ნიკა ვაშაკიძე და ა.შ. სამწუხაროდ, ახლა პრემიერ-მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ ქვეყანა არათუ კრიზისშია, არამედ ყველაფერი ძალიან კარგადაა და იმავეს იმეორებენ მისი გუნდის წარმომადგენლები. მიიჩნევენ, რომ საქართველოს საუკეთესო წლები აქვს. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ და გვინდა, კრიზისიდან გამოსვლის გზები შევთავაზოთ ხელისუფლებას. თუ ჩვენს რჩევებს არ მიიღებენ, ქუჩაში არ გამოვალთ. ვაპირებთ, 2016 წლის არჩევნებისთვის მოვემზადოთ და მივიღოთ მონაწილეობა, მშვიდად და წყნარად. სახელმწიფო უნდა მიხვდეს, რომ პრო-ფესიონალების სამსახურიდან გაშვება პოლიტიკური ნიშნით არ შეიძლება.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები