რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია “ტელეგრამის” გვერდზე აუდიო მიმართვას ავრცელებს, სადაც სვამს კითხვას, თუ რატომ ხდება ისე, რომ ზოგიერთი, მისთვის უცნობი ადამიანისგან ითხოვს, რომ მის მსგავსად ფიქრობდეს და განსხვავებული აზრის მიღება არ შეუძლიათ:
“რატომ არის, რომ ზოგიერთი, მათთვის სრულიად უცნობი ადამიანებისგან ითხოვს, ისე ფიქრობდნენ, როგორც თავად.
და თუ ეს ასე არ ხდება, მაშინვე აგრესია ჩნდება. უფრო მეტიც, იგივე ადამიანები, რომლებიც განსხვავებულ აზრს აკრიტიკებენ, სიტყვის თავისუფლების მომხრეები არიან და ეს საკმაოდ უცნაურია.
მე თქვენ ყველას, ბედნიერებას გისურვებთ, იყავით ბედნიერები, რადგან აგრესია არავის შველის,” – ამბობს ქეთა თავის მიმართვაში.
ცნობისთვის, ქეთა თოფურია რუსეთში მცხოვრებ იმ ქართველებს შორისაა, რომლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი რუსი სამხედროების უკრაინაში შეჭრისთვის და ამის გამო საზოგადოება მათ აკრიტიკებს.