“ეს დრო ახლოსაა!“ – ლელა კაკულიას საგანგებო მიმართვა

“ლელა კაკულია: სწორედ ამიტომ დამბადეს ამ მიწაზე!
შეკითხვა, რომელსაც ქვემოთ დავსვათ, რიტორიკულია და პასუხს არ მოითხოვს.
უბრალოდ გვსურს, მცირე საფიქრალი შემოგთავაზოთ თემაზე, რომელიც ისედაც კარგად იცის ჩვენმა მკითხველმა.
საქმე ისაა, რომ გვერდის ადმინისტრაციამ ამ ბოლო დღეებში არაერთი სამადლობელი წერილი მიიღო ქალბატონი ლელას სახელზე, თქვენი ენერგია რომ არა, 2008-ში ნამდვილად შემოგრიალდებოდნენ რუსული ტანკები პრაქტიკულად ყველასგან მიტოვებულ და ლამის მარტო დარჩენილი საქართველოს დედაქალაქშიო, ტყუილად ხომ არ ეწერათო ზედ ლოზუნგი На Тбилиси!..
დიახ, მართლაც საინტერესოა, როგორ მოხდა, რომ 2008 წელს საქართველომ, რომელსაც მსოფლიოსგან იმ მხარდაჭერის ალბათ მეათასედიც არ ჰქონდა, როგორსაც ახლა იჩენენ დასავლეთის ქვეყნები უკრაინის მიმართ (და უნდა გამოიჩინონ კიდეც!), ხუთ დღეში დაასრულა ომი ჩრდილოელ მონსტრთან.
მართალია, ჯერ ისევ ჩვენს მიწაზე დგას ოკუპანტი, მაგრამ ცეცხლი შეწყვეტილია, ომი აღარ მიდის, ხალხი ბრძოლებში აღარ იხოცება. ხოლო დატაცებული მიწების უკან დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხია და გჯეროდეთ, ეს დრო ახლოსაა!
უკრაინაში კი უკვე 18 დღეა, ომი მძვინვარებს, სისხლი იღვრება, რუსეთს სანქციას სანქციებზე უწესებენ (ამ დროის მონაცემებით უკვე 5,5 ათასი სანქცია აქვს დაწესებული – ყველაზე მეტი მსოფლიოში), ყელში უჭერენ და ახრჩობენ და მაინც ომობს, არ ჩერდება, უკან არ იხევს — თუნდაც ისე ნაწილობრივ, როგორც საქართველოში…
ადმინისტრაცია კომენტარისგან თავს შეიკავებს, მხოლოდ ერთ წინასწარმეტყველებას შეგახსენებთ, რომელიც შვიდი წლის წინ ჩაწერა ლელა კაკულიამ და ჩვენც რამდენჯერმე გამოვაქვეყნეთ.
2015 წელი, 24 იანვარი, ღამის 03:50 საათი
<…> ჩემს მკითხველებს აინტერესებთ, რას ვგულისხმობ კოსმოსში, რომელსაც ასე ხშირად და განუწყვეტლივ ვახსენებ; მთხოვენ ავუხსნა, რა არის კოსმოსი. მაგრამ ამაზე ლაპარაკი, გარდა იმისა, რომ ძალიან რთულია, აკრძალულიცაა. მე არ მაქვს უფლება, ადამიანებს ყველაფერი გავანდო. ვიტყვი მხოლოდ ძალიან, ძალიან მცირედს, იმდენს, რასაც ადამიანების გონება აიტანს და გასწვდება.
წესით, ძალიან იოლი მისახვედრია, ვინ ვარ და საიდან მოვედი დედამიწაზე, თუკი ჩემს წინასწარმეტყველებებს გაეცნობით.
დიახ, არსებობს კოსმოსი და არსებობს კოსმოსზე კიდევ უფრო ზე, ანუ მაღალი განზომილებები. აი იმ ზეგანზომილებიდან ვარ ზუსტად და ამაზე მეტს ვერც გეტყვით და არც ვიტყვი.
უბრალოდ, წაიკითხეთ ის უზარმაზარი ინფორმაცია, რაც თქვენამდე მომაქვს და რომელიც წვრილად გიყვებათ, თუ რა ხდება მიწასა თუ კოსმოსში.
ეს ის ინფორმაციაა, რომელსაც უზარმაზარი, მაგიური ძალა აქვს და შესწევს უნარი, ააცილოს დიდი ომები და განადგურება იმ ქვეყანას, რომელშიც იმყოფება მისი გამხმოვანებელი — ანუ მე!
სწორედ ამიტომ წარმომგზავნეს იმ ზეკოსმიური განზომილებიდან საქართველოში, სწორედ ამიტომ დამბადეს ამ მიწაზე!!!
კიდევ მეტიც: ჩემი წინასწარმეტყველებებითა და ენერგიით ბევრ რამეს ვაჩერებ, რომ ადამიანებმა მთლად შუაზე არ გააპონ დედამიწა. ეს არის სრული სიმართლე და არავის გირჩევთ, იქილიკოთ ამ თემაზე.
ზოგიერთებმა, ვინც რაღაც-რაღაცეები გაბედეს, უკვე მიიღეს მწარე პასუხები და კიდევ მიიღებენ. ისევ მათ გასაგონად ვამბობ, თორემ ეს ადამიანები ჩემთვის არც არაფერს წარმოადგენენ, ვერც ვერაფერს დამიშავებენ და ვერც ვერაფერს მავნებენ. მათი ქილიკი რწყილის კბენას ჰგავს. უბრალოდ, კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ შეუძლიათ თავი აარიდონ კოსმოსის რისხვას.
დიახ, მე ვარ ერთადერთი დედამიწაზე, ვისაც კოსმიური ენერგიების ხილვა და მართვა ძალუძს (გაიხსენეთ ჩემი რუკა, რომელზეც აღნიშნული მაქვს, რა ენერგიები იცავს საქართველოს).
ფრთხილად, ადამიანო, როცა კოსმოსს ეხები! კოსმოსი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც არასდროს ივლის ადამიანების სურვილებსა და კაპრიზებზე. პირიქით, მწარედ დასჯის ყველას, ვისაც ამგვარი ამბიცია გაუჩნდება.
ფრთხილად!!! თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა ხდება კოსმოსში და მის მიღმა. განსაკუთრებით პლანეტებისა და ვარსკვლავებისგანაა ძალიან შორს ადამიანი და ზუსტი პასუხი იმის თაობაზე, რას წარმოადგენენ ეს ციური სხეულები, არც არასდროს ექნებათ. ეს მხოლოდ მე ვიცი. კოსმოსში მათ სულ სხვა სახელწოდებებით მოიხსენიებენ და ამას ადამიანები ვერასდროს გაიგებენ, სანამ „იქ“, იმ სამყაროში არ მოხვდებიან. როცა ადამიანი იქით განზომილებაში, ანუ გარდასახვაში გადადის, წამიერად მოაკვრევინებენ ხოლმე თვალს იმ ციურ სხეულებს…
მე იძულებულები ვარ, ვიყო ძალიან ადამიანური, რომ ადამიანებს არ შეეშინდეთ ჩემი.
დიახ, ეს ასეა! მე ყველაფერს ვხედავ, მაგრამ ვახმოვანებ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რასაც ზეკოსმოსი მავალებს.
დიახ, მე წინასწარ ვყვები, რა მოხდება მომავალში დედამიწაზე, რა ელით სახელმწიფოებს, დიდ პოლიტიკოსებს და ა.შ. ეს
ულევი, უზარმაზარი, შეუფასებელი ინფორმაციაა, რომელიც გადაარჩენს დედამიწას, გადაარჩენს ადამიანებს.
კოსმოსი არჩევანს მათ უტოვებს. არასწორი არჩევანი იმ ადამიანებს გაანადგურებს, რომლებიც ვერ არჩევენ სიკეთეს და ვერ ხედავენ, სად არის სიმართლე. ხოლო ჭკვიან, განათლებულ, მოაზროვნე და სიკეთის მთესველ ადამიანებს პირიქით, იცავს კოსმოსი.
ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც!”. –  ამბობს  კაკულია

კომენტარები

სხვა სიახლეები