ენ ჰეთეუეი – „გულწრფელად ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის“

ენ ჰეთეუეი კიდევ ერთი ვარსკვლავია, რომელმაც უკრაინელებს მხარდაჭერა გამოუცხადა და თავისი პოზიცია თაყვანისმცემლებს გაუზიარა. ამერიკელმა მსახიობმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც უკრაინის დროშის ფერებშია და სოცქსელის მომხმარებლებს მიმართა:

“თითოეული ადამიანის უფლება, ჰქონდეს მშვიდობა. გულწრფელად ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის”, – წერს მსახიობი და მსოფლიოს მოუწოდებს, უკრაინელ ხალხს ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინონ.
ცნობილია, რომ ლტოლვილთა დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდში სოლიდური თანხა თავად ენ ჰეთეუეიმაც გადარიცხა.

კომენტარები

სხვა სიახლეები