Victoria’s Secret-მა სარეკლამო კამპანიის სახედ დაუნის სინდრომის მქონე მოდელი სოფია ჯირა წარადგინა.
25 წლის პუერტორიკოელი მოდელი სოფია ჯირა ბრენდის კოლექციის, Love Cloud-ის ინკლუზიური რეკლამის სახე გახდა.
„ყოველთვის ვოცნებობდი ამაზე, ბევრს ვშრომობდი და დღეს ჩემი ოცნება ახდა. ახლა შემიძლია ჩემი საიდუმლო გაგიზიაროთ. მე გავხდი დაუნის სინდრომის მქონე Victoria’s Secret-ის პირველი მოდელი“, – წერს სოფია.
ფოტოსესიის ავტორი ფოტოგრაფი ზოი გროსმანი გახდა, რომელსაც მანამდე ირინა შეიკთან, სკარლეტ იოჰანსონთან და ბელა ჰადიდთან უმუშავია.