“გააუქმეთ ჯავშნები, სანამ დროა” – მაია დარსმელიძე

მუსიკოსი მაია დარსმელიძ ფეისბუქის პირად გვერდზე  მიმართვას ავრცელებს:

“აქაც ვაკოპირებ ჩემ პოსტს, რომელიც ქართველი ჰოსტების ჯგუფში დავპოსტე, რომ მეტმა ადამიანმა ნახოთ და გაიაზროთ.
მათთვის ვწერ, ვინც ნერვიულობთ, რომ ისინიც ადამიანები არიან და იმსახურებენ თანაგრძნობას…
მე პირადად მირჩევნია შემეშალოს რუსთან/ბელორუსთან და არ შემოვუშვა, ვიდრე მერე აღმოჩნდეს, რომ დივერსანტები შემოვუშვი და ძალიან “შემეშალა” ჩემს ქვეყანასთან.
გააუქმეთ ჯავშნები, სანამ დროა!
ხო, მესიჯი ტროლებისთვის, რომლებიც აუცილებლად დაწერენ, რომ კარგად ვარ და რა მენაღვლება:
უმუშევარი მუზიკანტი ვარ და ერთადერთი შემოსავალია/იყო, რომელზეც ვამბობ უარს. მშვიდი სინდისი მირჩევნია ყველაფერს”…- წერს მომღერალი.

კომენტარები

სხვა სიახლეები