დონალდ ტრამპმა GB News-თან ინტერვიუში აღნიშნა რომ მას მეგან მარკლი არ მოსწონს რადგან მან პრინცი ჰარი გამოიყენა და დედოფალს უპატივცემულოდ მოექცა.
„მეგან მარკლის ფანი არ ვარ. პირველი დღიდანვე არ მომწონდა. ვფიქრობ, რომ მან ჰარი საშინლად გამოიყენა და ჰარი ოდესმე ინანებს ამას ამეგანმა გააფუჭა პრინც ჰარის ურთიერთობა ოჯახთან და დედოფალს ტკივილი მიაყენა.
„მეგან ცდილობს გააკეთოს ისეთი რამ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან შეუსაბამოა. მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან უპატივცემულოდ ექცევა სამეფო ოჯახს და განსაკუთრებით, დედოფალს“, – განაცხადა ტრამპმა.