აიცერი! “ჩიპზე” უარესია – დედამიწაზე აღარ ყოფნა, – ამის შესახებ კულტუროლოგი და “გასტრონომიული მუზეუმის” დამფუძნებელი ესმა კუნჭულია სოციალურ ქსელში წერს.
ის მოქალაქეებს დროული აცრისკენ მოუწოდებს, რათა საკუთარი და ერთმანეთის სიცოცხლე გადავარჩინოთ.
“მოკლედ!!! მთავარი მესიჯი – კვლავ აცრა!!
1. ჩემი უცხოელი სტუმრები ყველანი არიან 3-ჯერ აცრილები!!
2. მე ორჯერ ფაიზერით და მალე ავიცრები – ბუსტერითაც!!! და ყველაფრით – რითიც ავიშორებ “სიკვდილს” თუ “მაფიას”!!!
3. “ჩიპზე” უარესია – დედამიწაზე აღარ ყოფნა.
იცოცხლეთ დიდხანს.
დარჩით ჩვენთან – ჩვენთან მაგარია”, – წერს ესმა კუნჭულია.