„კარგი იქნება, თუ ყველა ავიცრებით” – სამგზის რეკორდსმენი ცურვაში თემო კობახიძე

სამგზის რეკორდსმენი, არაერთი ოქროსა და ვერცხლის ჯილდოს მფლობელი, მოცურავე თემო კობახიძე პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.

ახალგაზრდა მოცურავე ვაქცინაციის სავალდებულოობას არ ემხრობა, თუმცა აღნიშნავს, რომ მასზე ბევრი ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული და კარგი იქნება, თუ ყველა აიცრება.

„იმდენად დააზარალა პანდემიამ სპორტი და კონკრეტულად ჩემი სფერო, რომ დაახლოებით 7 თვე საერთოდ გაჩერებულები ვიყავით. ვერც ვვარჯიშობდით, ვერც შეჯიბრებებზე გამოვდიოდით, ოლიმპიადისთვისაც კი ვერ მოვემზადეთ ნორმალურად. მე, პირადად, სრულად ვაქცინირებული ვარ და კარგი იქნება, თუ ბევრი ადამიანი აიცრება. მართალია, ამით დაზღვეულები არ ვართ, რომ არ დაგვემართება, მაგრამ დაცულად მაინც ვგრძნობთ თავს, რომ ინფიცირების შემთხვევაში ვირუსს იოლ ფორმებში გადავიტანთ. სიკვდილიანობაც შემცირდება და ყოველდღე ამდენ ადამიანს არ დავკარგავთ.

მე, პირადად, არ ვფიქრობ, რომ კოვიდსაწინააღმდეგო აცრა სავალდებულო უნდა იყოს, მაინც ვთვლი, ვაქცინამ ბევრი ადამიანი გადაარჩინა. ამიტომ კარგი იქნება, თუ ყველა ავიცრებით”, – ამბობს თემო კობახიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები