ია თინიკაშვილი: როგორც გამორჩეულმა პროვაქსერმა, სეზონური გრიპის ვაქცინაც გავიკეთე და მალე ,,ბუსტერზეც“ მივალ

კლინიკაში მირჩიეს, რომ სეზონური გრიპის ვაქცინაც გამეკეთებინა, ამიტომ, როგორც გამორჩეულმა პროვაქსერმა, აღარ გადავდე და პირდაპირ დავსკუპდი ასაცრელად, მალე ,,ბუსტერზეც“ მივალ, – ამის შესახებ ჟურნალისტი ია თინიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“თითქმის მერაბ სეფაშვილივით გახდილი კი ვზივარ ვაქცინაციის კაბინეტში, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ავიცერი და უფრო მოხერხებული მაისურიც ამიტომ არ მაცვია.
ერთ კვირაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრა მიწევს და, ბუნებრივია, ვგეგმავ ,,ბუსტერს“, ჰოდა, კლინიკაში მირჩიეს, რომ სეზონური გრიპის ვაქცინაც გამეკეთებინა, ამიტომ, როგორც გამორჩეულმა პროვაქსერმა, აღარ გადავდე და პირდაპირ დავსკუპდი ასაცრელად, მალე ,,ბუსტერზეც“ მივალ.
P.S. ,,მწვანე პასპორტი” კი არა, მალე მწვანე ფოთლებსაც გამოვისხამ”, – წერს ია თინიკაშვილი „ფეისბუქზე“.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები