ირინა ესვანჯია: „არ არის საჭირო ახლობელი ადამიანის დაკარგვა იმისთვის, რომ მივხვდეთ, დღეს ერთადერთი გამოსავალი – ვაქცინაციაა“

„მე ვიყავი საავადმყოფოში, მე ვნახე ის, რაც ბევრს არ უნახავს, რეანიმაცია ვნახე და მინდა გითხრათ მათ, ვისაც წარმოდგენა არ გაქვთ, იქ ყოფნა რას ნიშნავს. ნუ გგონიათ, რომ კოვიდი ყველას მარტივად გადააქვს“, – ამის შესახებ ტელეწამყვანი ირინა ესვანჯია სოციალურ ქსელში წერს და თანამოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

„რა უცნაურია, არა? ბოლო წლებში მთელი ოჯახი ვიცრებოდით სეზონურ ვირუსებზე, მაგრამ საჯაროდ არასდროს გამომიფენია, კიდევ ბევრ რამეს ვაკეთებთ ყველა, სახლში თუ გარეთ და არ ვასაჯაროებთ. ახლა კი ვაფრიალებ ფოტოებს… რატომ? იმიტომ, რომ საშინელებაა, როცა ვერ ვხვდებით, რის წინაშე ვართ ჩვენ ან ჩვენი მეგობრები, ნაცნობები, ოჯახის წევრები,ბაბუები და ბებოები! აღარ დარჩა ბებო და ბაბუ ირგვლივ! ახალგაზრდებზე რომ არაფერი ვთქვა!
მე ვიყავი საავადმყოფოში, მე ვნახე ის, რაც ბევრს არ უნახავს, რეანიმაცია ვნახე და მინდა გითხრათ მათ, ვისაც წარმოდგენა არ გაქვთ, იქ ყოფნა რას ნიშნავს! ნუ ეთამაშებით ბედს! ნუ ღლიცინებთ და ნუ გგონიათ, რომ კოვიდი ყველას მარტივად გადააქვს! არ არის საჭირო ახლობელი ადამიანის დაკარგვა იმისთვის, რომ მივხვდეთ, ბოლოს და ბოლოს, რომ დღეს, ამ წუთას ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციის გაკეთებაა! ნუ მოისწრაფებთ სიცოცხლეს და ნუ გადაიყოლებთ სხვასაც!
დიახ, აი, ეს დრო დადგა, როცა მიხარია, რომ ავიცერი და მიხარია, რომ გავაზიარე ეს ფოტო”, – წერს ტელეწამყვანი „ფეისბუქზე“.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები