“გამოვიარეთ ეს ეტაპი და ისევ იქ ნუ გვაბრუნებთ..” – პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

“არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი… არ ვარ მხარე… საერთოდ არ მაინტერესებს ვიღაცის პირადი ინტერესები… არ ყოფილა ჩემი სურვილი პატივი და დიდება, თორემ რამენაირად შევძლებდი… თუმცა ვერ დავიტევ უნიათო, უწიგნურ და ბნელ ზემდგომს… მას, ვისაც საერთოდ არ ადარდებს ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრები გაუბედურებული ადამიანების ბედი…
ვერ მოვისმენ იმას, რომ ყველაფერი კრგად არის და ხალხი უკეთეს პირობებში ცხოვრობს…
ვერც იმას მოვისმენ, საკუთარი უტვინობის გამართლების მიზნით, სულ ერთი და იმავე ისტორიას რომ გვახსენებთ…
გავიგე, რომ ადამიანებს არ აწამებთ, მაგრამ ნაკლები მკვლეობები არ ხდება… დღისით, მზისით ადამიანებს დაუფიქრებლად კლავენ…
ვერც იმას მოვისმენ, რომ დემოკრატიის ზენიტია… არა, არ არის… მარტო ბოლო სამი თვის მანძილზე ორი უდანაშაულო ტურისტი მოკლეს. უფრო შორს არ ვიხედები, არ მინდა ცუდის გახსენება…
დემოკრატიის მანტია შემოხვეული დიქტატურა კიდევ უარესია…
ბოლო არჩევნების შემდეგ საკვები გაძვირდა, სავარაუდოდ კომუნალურებიც მოიმატებს… ჰოდა, თავს ვერ მოვიტყუებ, რომ კარგად ვართ…
არც წარსულში დაბრუნება მინდა. ცხრა წლის შემდეგაც ძველი ხელისუფლების მობრუნების მცდელობა მოქმედი, მაგრამ აბსოლუტურად უმოქმედო მთავრობის ბრალია…
აღარავის სჯერა ამ მარაზმი პათეტიკის, არც დაყენებული ხმის ტემბრის და დაზეპირებული ფრაზების…
სირცხვილია ამდენი არაადამიანურობა, ამდენი ტყუილები, ამდენი ცოცხების ქნევა…
გამოვიარეთ ეს ეტაპი და ისევ იქ ნუ გვაბრუნებთ…
თავისუფლად სუნთქვა გვინდა, ფსევდო თავისუფლების გარეშე…
თქვენ არ ვიცი ვისთან რა გარიგება გაქვთ, მაგრამ ეს ქვეყანა ჩვენიც არის, ჩვენი, ვინც მარტო საკუთარ თავზე არ ფიქრობს, ვინც მარტო იმიტომ არ დაგიკრავთ ტაშს, თქვენგან დანიშნულ სამსახურში ხელფასი აიღოს და კრედიტები გადაიხადოს…
ვერ შევეგუები ჩემი ქვეყნის სათავეში იმ ხალხს, ვინც დამოუკიდებლად საკუთარ ბიოგრაფიას ვერ დაწერს…
დადექით და იზეიმეთ წაგებული არჩევნების მოგება…
ჰო, თქვენ მოიგეთ ბატონო, გილოცავთ, მაგრამ ჩვენ, ქვეყანამ წააგო… ვიმედოვნებ, ეს წაგება დროებითია!..-წერს პეტრე კოლხი.

კომენტარები

სხვა სიახლეები