“ის აღფრთოვანებული იყო საქართველოს სილამაზით და ქართული დამწერლობით” – რას წერდა საქართველოზე ავსტრალიელი ქალი, რომელიც თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
31 წლის ავსტრალიელი შანაე ბრუკი რომელიც ორი დღის წინ, მთაწმინდის ტერიტორიი გარდაცვლილი იპოვეს,საქართველოში ერთი წლის წინ ჩამოვიდა და ინგლისურის მასწავლებელი იყო.
მეგობრების თქმით, შანაე ბრუკი სახლიდან შუადღეს გავიდა. შემდეგ კი ამერიკაში მცხოვრები ერთ-ერთი მეგობრის ტელეფონზე ზარი შევიდა, საიდანაც გაიგო, რომ შანაე ვიღაცას უყვიროდა, მისთვის ხელები მოეშორებინათ.
როგორც მისი ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებიდან ირკვევა მას მოგზაურობა ძალიან უყვარდა საქართველოში ცხოვრებისას კი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობდა.
“საქართველო… ლაშქრობა, ჩანჩქერები, პლაჟები, მოტოციკლები, მიტოვებული სანატორიუმები, ბევრი სასაცილო და გასართობი ისტორია. აი, როგორ უნდა გაატაროთ შვებულება”,- წერდა შანაე სოციალურ ქსელში.