“ბავშვებს მხოლოდ მაშინ ვბანთ, როცა ჭუჭყიანები არიან… არც ჩვენ ვბანაობთ ყოველდღე” – მილა კუნისი  და ეშტონ კატჩერი

მილა კუნისმა  და ეშტონ კატჩერმა რომლებიც  სატელევიზიო გადაცემაში იყვნენ მიწვეულები ჰიგიენურ საშუალებებზე და მათ უარყოფით მხარეებზე ისაუბრებს.
მსახიობებმა აღიარეს, რომ ყოველდღიურად მხოლოდ “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს” იბანენ. “ბავშვობაში არ გვქონდა ცხელი წყალი, ამიტომ არც ისე ხშირად ვიღებდი შხაპს”, – აღნიშნა მილამ.

ასევე აღიარეს, რომ იშვიათად ბანენ შვილებს – 4 წლის დიმიტრის და 6 წლის უაიტ იზაბელს. “თუ ჭუჭყიანები არიან, ვბანთ,სხვა შემთხვევაში ამას არავითარი აზრი არ აქვს”,
– თქვა ეშტონმა.

ეშტონმა და მილამ 2015 წელს იქორწინეს. ეშტონისთვის ეს მეორე ქორწინებაა – მანამდე დემი მურზე იყო დაქორწინებული.

კომენტარები

სხვა სიახლეები