ბათუმში გოგო, რომელმაც პოლიციელი დაწყევლა, მოსამართლემ გაამართლა

ბათუმში პოლიციელმა მოქალაქეს მერი მამუკაშვილს წყევლის გამო უჩივლა, თუმცა სასამართლომ მოქალაქე გაამართლა.
პოლიციელმა მერი მამუკაშვილი პირბადის არასწორად ტარების გამო დააჯარიმა, მამუკაშვილმა კი ის შემდეგი სიტყვებით დაწყევლა – „ისეთ ცუდ დღეში ჩავარდით, როგორშიც ჩვენ გვაგდებთ“ , რის შემდეგაც სამართალდამცავმა მას სასამართლოში უჩივლა თუმცა მოსამართლე როინ კახიძემ მამუკაშვილის წყევლა “გამოხატვის თავისუფლებად შეაფასა”.

მერი მამუკაშვილი „გირჩის“ მხარდამჭერია და მას სასამართლო პროცესზე პარტიის იურისტი ბადრი გრიგალაშვილი იცავდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები