“სამწუხაროდ, საქართველოზე მეტად შეიძლება, აფასებენ იქ სწორედ რუსთაველის თეატრს” – მსახიობი დასის რუსეთში გამგზავრებაზე
რუსთაველის სახელობის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში, ჩეხოვის სახელობის თეატრალურ ფესტივალზე გაემგზავრება, რამაც საზოგადოება ააღელვა.
მსახიობი, მერაბ ჭიქაშვილი დასის გამგზავრებას მხარს უჭერს და ამბობს, რომ სწორედ ხელოვნებამ შეიძლება, მოაგვაროს ის პრობლემა, რაც გვაქვს.
„თუ 14 წელი დადიოდა ხელოვანი, თუ კიდევ ჩავა და ასახელებს, თუ რუსი ხალხი უფრო მეტად დააფასებს. ეს ურთიერთობები დაგვრჩა. ხელოვნებას შეუძლია, გადაწყვიტოს ის პრობლემები, რაც გვაქვს.
ნეტავ, სხვა და ბევრიც წასულიყოს. მაყურებელი ჰყავს რუსეთში, სამწუხაროდ, საქართველოზე მეტად შეიძლება, აფასებენ იქ სწორედ რუსთაველის თეატრსა და სხვა თეატრებს, ეს არ ვიცით ჩვენ? რატომ ვანგრევთ ამ ბოლო ხიდებს?“, – განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა „რუსთავი 2“-ის ღამის ეთერში.