ჩაშლილი ქორწილი, მიტოვებული საქმრო და გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარული – როგორ იქცა ედასა და სერქანის ზღაპრული ამბავი სინამდვილედ

სერ­ქან ბო­ლა­თი და ედა ილ­დი­ზი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის გმი­რე­ბი არი­ან, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც ზო­გი­ერთ ისეთ ადა­მი­ან­საც კი სმე­ნია, რომ­ლე­ბიც თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს არ უყუ­რე­ბენ – ისი­ნიSen Cal Kapim-ის (“და­ა­კა­კუ­ნე ჩემს კარ­ზე”) მთა­ვა­რი გმი­რე­ბი არი­ან. სე­რი­ა­ლი წლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი თურ­ქუ­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი კო­მე­დი­აა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.
მთა­ვარ რო­ლებს თურ­ქი ვარ­სკვლა­ვე­ბი, ქე­რემ ბურ­სი­ნი და ჰან­დე ერ­ჩე­ლი ას­რუ­ლე­ბენ.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი კო­მე­დი­ის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე და­ი­წყო.
სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბი­სას ქე­რე­მის გული თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო. მა­ნამ­დე ის ერთ თურქ ვარ­სკვლავს, სე­რე­ნაი სა­რი­ქა­ი­ას ხვდე­ბო­და.
რაც შე­ე­ხე­ბა ჰან­დეს, მას მრავლწლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და ერთ-ერთ თურქ მომ­ღე­რალ­თან, წყვი­ლი უკვე და­ნიშ­ნუ­ლი იყო და ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და.
მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ ჰან­დემ ქორ­წი­ნე­ბა­ზე უარი თქვა და საქმროს და­შორ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად, თურ­ქულ მე­დი­ა­ში სულ უფრო მეტს წერ­დნენ ქე­რე­მი­სა და ჰან­დეს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, თუმ­ცა წყვი­ლი ამას არ ადას­ტუ­რებ­და, ამ­ბობ­დნენ, რომ მათ შო­რის მე­გობ­რო­ბის გარ­და არა­ფე­რი იყო.
სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა კი მას შემ­დეგ და­ა­დას­ტუ­რეს, რაც მალ­დი­ვებ­ზე ერ­თად გა­ა­ტა­რეს შვე­ბუ­ლე­ბა. “ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მყავ­ხარ“, – ამ სი­ტყვე­ბით გა­მო­აქ­ვეყ­ნა ჰან­დემ ქე­რემ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო.
27 წლის ჰან­დე ერ­ჩე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბია, რომ­ლის კა­რი­ე­რა­შიც უკვე არა­ერ­თი რო­ლია. მას მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ფა­ნე­ბის არ­მია ჰყავს. “ინ­სტაგ­რამ­ზე” ჰან­დეს გა­მომ­წერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 2 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს. ის ძი­რი­თა­დად რო­მან­ტი­კუ­ლი კო­მე­დი­ე­ბის მსა­ხი­ო­ბად მო­ი­აზ­რე­ბა, თუმ­ცა ძა­ლე­ბი დრა­მა­შიც მო­სინ­ჯა.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსა­ხი­ო­ბი იმ ვარ­სკვლავ­თა რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რომ­ლებ­საც არა­ერ­თი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი. ძველ ფო­ტო­ებ­ში ის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლი­თაა, ხოლო რო­გორც ახლა მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, გა­ცი­ლე­ბით უფრო მომ­ხიბ­ვლე­ლია.

ჰან­დე თა­ვად არას­დროს სა­უბ­რობს პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ებ­ზე, თუმ­ცა თუკი ძველ და ახალ სუ­რა­თებს შე­ა­და­რებთ, გან­სხვა­ვე­ბა ცხა­დია. გარ­და ამი­სა, ჰან­დე ზედ­მეტ კი­ლოგ­რა­მებ­საც ებ­რძო­და და სა­ბო­ლო­ოდ, ბევ­რი შრო­მის და მონ­დო­მე­ბის წყა­ლო­ბით, სა­სურ­ველ შე­დეგს მი­აღ­წია.

შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ფა­ნე­ბის მი­მართ ის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბია, რომ­ლის გა­მოც ეს მსა­ხი­ო­ბი კი­ნო­ი­დუსტრი­ის თურ­ქულ სექ­ტორ­ში დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობს. გარ­და ამი­სა, კო­ლე­გე­ბი ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ მას­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა კომ­ფორ­ტუ­ლია.

წყარო: https://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები