“სწრა­ფად და­ი­წყო სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის ჩათ­რე­ვა” – თინა ხიდაშელი კორონავირუსის შემდგომ გართულებებს ებრძვის

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ “პოსტ ფაქ­ტუმ­ში” საუბრობს.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, კორონავირუსის გართულებების შედეგად, ყველა ორგანო დაუზიანდა.

“ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო არ ვიცი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კვლე­ვის შე­დე­გად გვი­თხრეს, რომ მე ვარ პირ­ვე­ლი წყა­რო ამ ოჯახ­ში. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემ­გან ვირუ­სი, რო­გორც ჩანს, სიყ­ვა­რუ­ლით წა­ვი­და და მათ­თან (ოჯა­ხის წევ­რებ­თან) მი­მარ­თე­ბით ისე­თი ძლი­ე­რი არ აღ­მოჩ­ნდა და ყვე­ლა მარ­ტი­ვად გა­მო­ვიდ­ა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. მე­ო­თხე დი­ლას უკვე ად­გო­მაც კი გა­მი­ჭირ­და. ჩემ­მა უფ­როს­მა შვილ­მა და და­თომ ხელი მომ­კი­დეს და ძა­ლით წა­მიყ­ვა­ნეს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და დამ­სვეს სკამ­ზე. ამის მერე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­ყა­ვი.

აგო­ნი­ა­ში ვი­ყა­ვი ამ მა­ღა­ლი სი­ცხის­გან. რა თქმა უნდა, ფილ­ტვე­ბი იყო მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, თუმ­ცა, ძა­ლი­ან სწრა­ფად და­ი­წყო სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის ჩათ­რე­ვაც, რა­მაც და­ამ­ძი­მა შემ­დეგ ბუ­ნებ­რი­ვად მდგო­მა­რე­ო­ბა. მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, მკურ­ნა­ლო­ბა სა­ჭი­რო გახ­და ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე. მა­გა­ლი­თად, ღვიძ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე იყო, თირკმე­ლი ამ წუ­თას ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას მიქ­მნის.

ეს რა­ღაც და­ა­ვა­დე­ბა და­მე­მარ­თა სა­ხე­ზე და, აი, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მაქვს ახლა სახე, გა­სი­ე­ბუ­ლი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად. ერ­თია სა­ხის გა­სი­ე­ბა, კარ­გი, არა­უ­შავს, ჩა­ცხრე­ბა, მაგ­რამ დე­ფორ­მა­ცია გა­მო­იწ­ვია ასე­ვე სა­ხის და არ ვიცი, რო­დე­საც ეს ჩა­ცხრე­ბა, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დარ­ჩე­ბა.

თმა არ ამომ­დის ოთხი თვეა, ეს ვიცი იმი­ტომ, რომ ოთხი თვის წინ შე­ვი­ღე­ბე თმა და არ მაქვს არც ერთი სან­ტი­მეტ­რი და მი­ლი­მეტ­რი თეთ­რი თმა.

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, სახ­სრე­ბი, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ოთხი თვე ცხოვ­რობთ კან­კა­ლით, სულ გა­კან­კა­ლებთ, ში­ნა­გა­ნი კან­კა­ლით და ასე­ვე ფი­ზი­კუ­რა­დაც. ჩე­მით ვერ დავ­დი­ვარ, იყო მო­მენ­ტი, რო­დე­საც ორი ადა­მი­ა­ნი მჭირ­დე­ბო­და, რომ გა­მევ­ლო, ახლა სი­ა­რულს ვა­ხერ­ხებ, ოღონდ სი­ა­რუ­ლამ­დე უნდა მი­ვი­დე, ანუ ვერ ვდგე­ბი ჩე­მით, მერე ვერ ვჯდე­ბი”, – აღნიშნა თინა ხი­და­შე­ლმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები