თელავის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებმა, 21 წლის ახალგაზრდამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 15 წლის გოგონა მოიტაცა.
ოჯახის თქმით ისევ კარაიევა სკოლაში მიდიოდა, რა დროსაც იძულებით მოიტაცა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებმა 21 წლის ბიჭმა.
ოჯახის მტკიცებით, მათი შვილი გამტაცებელს არ იცნობდა და ის იძულებით, მისი ნების წინააღმდეგ გაიტაცეს.
განსხვავებული ვერსია აქვს გამტაცებელი ბიჭის ოჯახს. ისინი ცოტა ხნის წინ თელავის პოლიციასთან მივიდნენ და განაცხადეს, რომ გოგონასა და ბიჭს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ და ერთმანეთსაც იცნობდნენ.
პოლიცია გატაცებულ გოგონას ამ დრომდე ეძებს.