“გირჩის” დახვედრა “ნაცმოძრაობის” დეპუტატებს და წუწაობა პარლამენტში

„გირის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში როცა შევა, ისინი წყლის თოფით გაწუწავენ –„ვფიქრობდი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პარლამენტის შემოსასვლელში წყლის თოფით ხომ არ გავწუწოთ-მეთქი, თან ზაფხულია და გავერთობოდით“.

დღეს პარტიის ფეიბუქგვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, „გირჩის“ ლიდერები – სანდრო რაქვიაშვილი და ვახო მეგრელიშვილი პარლამენტის ფანჯრებთან „შეიარაღებულები“, წყლის თოფებით დგანან.

კომენტარები

სხვა სიახლეები