“თავში ხმები მესმის, რა ვუყო ამ ხმებსო… შვიდს თუ არა, 6 კაცს მაინც მოვკლავ, ჩემს მისიას ავასრულებო” – რა წერია გაუჩინარებული გოგონას წერილში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედიდან გაუჩინარებულ 17 წლის გოგოზე მისი კლასელები საუბრობენ. მათი თქმით, მარიამ ბურჭულაძე საკუთარ თავში ჩაკეტილი მოზარდი იყო, რომელსაც კლასელებთან ახლო კონტაქტი არასოდეს ჰქონია.

“ჩვენთან გადმოვიდა მე-9 კლასში, რამე უცნაურობა არ შეგვიმჩნევია, მშვიდი ბავშვი იყო. სულ იყო ტელეფონში, არ გვეკონტაქტებოდა… სულ ვცდილობდით, გვემეგობრა, მაგრამ არ ჰქონია ჩვენთან კონტაქტი. ჩაკეტილი იყო. მისთვის იყო ტელეფონში და იცინოდა,” – ამბობს გოგონას კლასელი.

რაც შეეხება ვერსიას, შეიძლება იყოს თუ არა მარიამის გაუჩინარების მიზეზი ინტერნეტთამაში “ლურჯი ვეშაპი”, გოგონა ამბობს, რომ სოფელში ეს ვერსიაც განიხილება, თუმცა მოზარდის სხეულზე დაზიანებები არავის შეუმჩნევია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაპოვნია მარიამის ინგლისურ ენაზე დაწერილი წერილი, რომელიც პოლიციამ უკვე წაიღო და სწავლობს. კლასელი ამბობს, რომ წერილში მკვლელობებზეც იყო საუბარი.

“მის ოთახში იყო წერილი, ეწერა, რომ ჩემს თავში ხმები ისმისო და რა ვუყო ამ ხმებსო. რაღაცა მკვლელობაზეც ეწერა, რომ 7-ს თუ არა, 6-ს კაცს მაინც მოვკლავო და ინიციალებით ეწერა პირველი ასოები – მასწავლებლის ინიციალები ეწერა და მკვდარი კაცი ეხატა, ხელმოჭრილი. ჩემს მისიას ავასრულებო, ინგლისურად ეწერა 2 ფურცელზე.

ის კი მქონდა შემჩნეული, რომ ბოლო 1 თვე დადიოდა სკოლაში, მანამდე არ უვლია და ჩემი აზრით დაგეგმილი ჰქონდა რომ წასულიყო,” – ამბობს გოგონა.

მისი ინფორმაციით, მარიამ ბურჭულაძეს ერთი ფეისბუქმეგობარი ჰყავდა, რომელთანაც ხშირად ჰქონდა მიმოწერა. გოგონას თქმით, ოჯახი მას გაესაუბრა, თუმცა გაუჩინარებულის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

მარიამ ბურჭულაძეს უკვე მესამე დღეა ეძებენ.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

სხვა სიახლეები