ზანგური ცოლზე ძალადობას უარყოფს – “ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, 5000 ლარზეც კი არ უნდა ამბობდეს ადამიანი”
მსახიობი ბესო ზანგური ყოფილი მეუღლის, ნინუცა მაყაშვილის ბრალდებებსა და მის მიმართ ძალადობის ფაქტს უარყოფს.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის ჟურნალისტს განუცხადა.
ბესო ზანგურის თქმით, ძალადობა მისთვის მიუღებელია.
“ვემიჯნები ყველანაირად ძალადობას და ვემიჯნებოდი ყოველთვის. ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც, 5000 ლარზეც კი, ადამიანი არ უნდა ამბობდეს,” – ამბობს მსახიობი.
ის ასევე “სიცრუეს” უწოდებს ყოფილი ცოლის ბრალდებას, რომ მას ორსულობის პერიოდშიც სცემდა.
გადაცემა “ფარულ კონვერტში” ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის – ორსულობის დროსაც.