მდინარე ენგურში ოკუპირებული გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად გადმოსული ოთხი პირიდან, რომელთა ცხედრები მდინარემ გამორიყა, ყველაზე ახალგაზრდა 34 წლის თამუნა ცატავაა.
მდინარე ენგურთან შეკრებილი დევნილების ინფორმაციით, დაღუპული მაყვალა გამისონია და ჯონი გვალია ცოლ-ქმარი იყვნენ. სწორედ მათი ბიძაშვილი იყო თამუნა ცატავა.
რაც შეეხება მეოთხე დაღუპულს, თამაზ ბასლანძეს, მისი ცხედარი სოფელ ორსანტიაში გამორიყა მდინარე ენგურმა.
სამძებრო სამუშაოები მდინარე ენგურზე დილიდან მიმდინარეობდა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.
წყარო:https://primetime.ge/