საინტერესოა, შენ რომელ პუნქტს ეთანხმები, ან გაგიგია თუ არა ჩამოთვლილთაგან რომელიმე ფრაზა საყვარელი მამაკაცისგან? ამ ფრაზების რეიტინგი ერთ-ერთმა პოპულარულმა პორტალმა შეადგინა.
1. “ჯერ კიდევ სკოლაში მიყვარდი”.
2. “ისეთი ლამაზი ხარ კოსმეტიკის გარეშე”.
3. “რა მაგარი მკერდი გაქვს… არც კი მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემია”.
4. “დაიძინე, ძვირფასო, მე გავრეცხავ ჭურჭელს/მივალაგებ/ნაგავს გადავყრი/გავასეირნებ/ჩავიბარებ გაკვეთილებს და სხვა”.
5. “ასე კარგად არავისთან ვყოფილვარ საწოლში”.
6. “ორი წითელი ხაზი?! რა მაგარია, მამა გავხდები!”
7. “რა გავაკეთო, რომ დაგიბრუნო? ყველაფერზე წავალ!”
8. “ჰო, ბალიზე მივდივართ! ჰო, მთელი თვით!”
9. “მე მეყოფა, მაგრამ შენ თუ გინდა, კიდევ დალიე”.
10. “ისეთი გამხდარი ხარ – ძლივს გიცანი!”
11. “რას ფიქრობ ამის შესახებ?”
12. “საყვარელო, ძალიან მაგრად მართავ მანქანას, ბევრ მამაკაცზე უკეთ”.
13. “მინდა, რომ ჩემი სახლის გასაღები გქონდეს”.
14. “როგორ, წყლები უკვე დაღვარე? ესე იგი, ჩვენი შვილი მალე დაიბადება! ”
15. “რატომ უნდა აარჩიო? ხუთივე ვიყიდოთ”.
16. “პირველი ქალი ხარ, რომლითაც დედაჩემი აღფრთოვანებულია!”
17. “ნუთუ ესეც იცი?!”
18. “მე შენ მიყვარხარ! მინდა, ჩემი ცოლი გახდე!”
19. “ნურაფერზე ინერვიულებ, ყველაფერს მე გადავწყვეტ”.
20. “მაპატიეთ, მაგრამ თაიგულის გამომგზავნმა საიდუმლოდ დატოვა თავისი ვინაობა”.
21. “თუ არ გინდა, ნუ იმუშავებ. მე ყველანაირად უზრუნველგყოფ”.
22. “მინდა ვიცოდე, საით მიდის ჩვენი ურთიერთობა”.
23. “შორენა ბეგაშვილი? გამჭვირვალე კაბაში? ჩემს მარჯვნივ? არა, არ შემიმჩნევია”.
24. “რა თქმა უნდა, შენ ხარ მართალი”.
25. “მთავარია, რომ ერთად ვართ! დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს…”
26. “ჩემო გოგონა, ძალიან ვამაყობ შენით!”
27. “არ გიფიქრიათ მსახიობობაზე? თქვენ ისეთი გამორჩეული გარეგნობა გაქვთ”.
28. “კი, მე სავსებით დარწმუნებული ვარ!”
29. “რა მნიშვნელობა აქვს, რა ღირს, თუ შენ მოგწონს?!”
30. “საუკეთესო დედა ხარ მსოფლიოში!”
31. “როგორ უნდა გეჩხუბო რაღაც ნაკაწრისთვის ბამპერზე?”
32. “მეგობრები მოიცდიან”.
33. “წარმოგიდგენია, ისევ დამაწინაურეს!”
34. “მოდი, მივაფურთხოთ ყველაფერს და ახლავე წავიდეთ”.
35. “შინამოსამსახურე ხომ არ აგვეყვანა?..”
ჟურნალი “და ქალი”