თათია პაჭკორია – “კარგა ხანია დეკორაციების შეცვლის დროა”

“აღარ გამოვა 25 თებერვლით მანიპულირება, რომელსაც მე მაპატიეთ და კლინიკური იდიოტის მეტი არავის იკადრებს”, ასე აფასებს თათია პაჭკორია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
ჟურნალისტი თავის მოსაზრებას ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს:

“ათასგვარ პოსტს ვკითხულობ და თავზარდამცემია ზოგიერთი თითქოს საქმეში ჩახედული ადამიანის კომენტარი.. მეგობრებო, საქართველოში კარგა ხანია დეკორაციების შეცვლის დროა, ყველამ უნდა გააცნობიეროს რომ დამთავრა ფსევდოდასავლურობა, პუტინის, გავრილოვის , დენიკინის და ვისიც გინდათ ( რუსეთი რუსეთია) ზოგადად ოკუპანტის სახელით ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამართლება… პარტიკულარიზმის სენი ამ ჯოჯოხეთის 30 წლისთვზე დაასრულა ქართველმა ხალმა თავისი ინერტულობით და იგნორირებით ფსევდოგმირებისადმი, ვერანაირმა პოლიტტექნოლოგიამ ვერ გაჭრა.. რომ არა ხალხის გამოცდილება და პოლიტიკური ზრდა, ალბათ კიდევ შეიკრიბებოდა წრფელი გულით ამ თუ იმ პარტიის ოფისთან სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის გადარჩენისათვის და მაშინ სახელმწიფო ვერ აღასრულებდა კანონს…ჩვენ ხომ 30 წლია ტაშის დამკვრელის როლში ვართ… აღარ გამოვა 25 თებერვლით მანიპულირება, რომელსაც მე მაპატიეთ და კლინიკური იდიოტის მეტი არავის იკადრებს”, – წერს თათია პაჭკორია.

კომენტარები

სხვა სიახლეები