თინა ხიდაშელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

კორონავირუსით ინფიცირებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის ჯანმრთლობის მდგომარეობა გაუარესდა.

ამის შესახებ ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

“ამ უმძიმეს დღეს მადლობას გიხდით ყველა ზარისა და შეტყობინებისთვის. ბოდიშს გიხდით, რომ ვერ ვპასუხობ. დღეს  უარესად ვარ, ვიდრე გუშინ და გუშინწინ და ძალიან მიჭირს საუბარი. იმედია  მალე დავაღწევ თავს ამ უბედურებას”, – წერს პოლიტიკოსი.

დავით უსუფაშვილსა და თინა ხიდაშელს, ასევე, მათ შვილებს კორონავირუსი 16 თებერვალს დაუდასტურდათ. 18 თებერვალს თინა ხიდაშელის პირად გვერდზე გამოჩნდა ასეთი ჩანაწერი, “მდგომარეობა რთული არაა, მაგრამ არც სახარბიელო”.

კომენტარები

სხვა სიახლეები