რა მოხდება პუტინის სიკვდილის შემდეგ – ფრთიანი გამონათქვამები ”ფეისბუქზე”

ვლადიმერ პუტინი საზოგადოების წინაშე ბოლო ერთი კვირაა არ გამოჩენილა. რუსეთის პრეზიდენტმა  გააუქმა ყაზახეთში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტიც, რის გამოც მედია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ალაპარაკდა.
საქართველოში სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ მისი სავარაუდო გარდაცვალების თემას. ”ფეისბუქის” მომხმარებლებმა რამდენიმე ფრთიანი გამონათქვამი მოიფიქრეს იმ შემთხვევისთვის, თუ  ვლადიმერ პუტინი მართლა დატოვებს ამ ქვეყანას.
”პუტინის ქელეხი 666 კაციანი იქნება”?
”ცოცხლად მოხარშული დისიდენტი ექნებათ სუფრაზე”?
”წირვას რუსი ხალხი გამოუყვანს თუ ევროპელი ლიდერები”?
”თევზზე ხუბუტიას გააგზავნიან თუ ჩეჩენ დაქირავებულ მკვლელებს”?
”დამტირებელი სახეს გამოაჩენს თუ ვერ მივხვდებით მერკელი რომაა”?
”მედვედევს საფლავის ქვად დაუდგამენ თუ ჩააყოლებენ ორეულებთან ერთად”?
”აღდგომას პირველი ჟერარ დეპარდიე გააგორებს წითელ კვერცხს საფლავზე თუ სტივენ სიგალი”?
”ვანუატუ რამდენს დადებს ქელეხში”?
”პუტინი რომ მოკვდება მკვდარზე ან კარგი ან არაფერიო ეგ ანდაზა არ გაუქმდება”?

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები