“მიზანშეწონილია მათი აცრა, ვინც უკვე გადაიტანა COVID-19” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მიზანშეწონილია იმ მოქალაქეების აცრა, ვინც უკვე გადაიტანა COVID-19.

“ინფექციის გადატანის შემდეგ, პირველი კვლევები როგორც ამბობს, რჩებათ იმუნიტეტი მინიმუმ 6-7-8 თვე, მაგრამ ამ ადამიანების ვაქცინაციაც არის მიზანშეწონილი და ჩვენს გეგმაში არის ასეც, ანუ ვინც გადაიტანა.

რა თქმა უნდა, ვინც გადაიტანს ამას თებერვალში, მარტში, ის არ იქნება აუცილებელი, მაგრამ ვინც შარშანდელ თებერვალში ან მარტში გადაიტანა ან აპრილში, უფრო რეკომენდებული იქნება, რომ აიცრას. უნდა აცრათ მოზრდილი მოსახლეობის 60% და მაშინ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მომავალი ახალი წელი ჩვენთვის იქნება ბევრად უფრო თავისუფალი, ბევრად უფრო ძველებური”, – თქვა გამყრელიძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები