ლეგენდარული პიერ კარდინი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა

98 წლის პიერ კარდინი გარდაიცვალა – ფრანგული მოდის ლეგენდარულმა დიზაინერმა უკანასკნელი წუთები ნილის საავადმყოფოში გაატარა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

პიერ კარდინი 1922 წელს იტალიაში დაიბადა. იგი საფრანგეთში ემიგრაციაში მცირეწლოვან ასაკში წაიყვანეს.

კარდინმა საკუთარი მოდის სახლი 1950 წელს დაარსა. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მოდის სამყაროში და დიდ პატივს სცემდნენ კრიტიკოსთა წრეებში.

კომენტარები

სხვა სიახლეები