“რაც მამა გარდამეცვალა, მხოლოდ მისი დაბრუნება მინდა” – წერილი თოვლის ბაბუას, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ
სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე პატარა ნიკოლოზის წერილს ავრცელებს, სადაც ბავშვი თოვლის ბაბუას გარდაცვლილი მამის დაბრუნებას სთხოვს.
კეკელიძე წერს:
„ეს წერილი მივიღე გურიიდან და მივხვდი, რომ ყველაზე, ყველაზე უსუსური თოვლის ბაბუა ვარ“.