დიზაინერმა Santa Kupcha- მა შექმნა კოსტიუმები, რომელიც საახალწლო კორპორატიული ღონისძიებებისთვის ნამდვილად შესაფერისია, რომელიც უმეტესად ZOOM- ის საშუალებით გაიმართება ჩვენი რეალობიდან გამომდინარე.
ლატვიელი დიზაინერი პანდემიის დროს იმდენად ხშირად მუშაობდა სახლში, რომ გადაწყვიტა უჩვეულო ტანსაცმლის კოლექცია შეექმნა. დიზაინერის თქმით, სახლიდან რეგულარული მუშაობის შედეგად მიხვდა, რომ ერთდროულად თავს სახლშიც და, სადმე მნიშვნელოვან შეხვედრაზეც გრძნობდა. სწორედ ამან შთააგონა მას, შეექმნა უჩვეულო კოლექცია კოსტიუმებისა, რომლებიც უფრო მეტად პერანგებს ჰგავს.
კოლექცია რომელიც დიზაინერმა სახლში ნაპოვნი მატერიებისგან შექმნა ძალიან ატმოსფერული აღმოჩნდა და ეს გარკვეულწილად ჩვენს რთულ პერიოდს რომანტიულობას ჰმატებს. ჩვენ ხომ ამდენ დროს ვატარებთ სახლში. დიზაინერის კოლექცია, რომელიც თავს გაგრძნობინებთ როგორც სახლში ასევე მნიშვნელოვან შეხვედრაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.