ბახმაროში ჩარჩენილები – ბიჭმა თავის რჩეულს ხელი სთხოვა

ბახმაროში დიდთოვლობაა, კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია და 200–მდე ადამიანი არის ჩარჩენილი, თოვლის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

კურორტზე ჩარჩენილმა წყვილმა კი საკუთარი ისტორია საინტერესოდ განავითარა. ბიჭმა თავის რჩეულს ხელი სთხოვა, ამის შესახებ ბიჭის ტყუპისცალი და სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემს ტყუპს სიგიჟემდე რომ უყვარს ბახმარო, ალბათ, ყველამ იცის. მისი სიყვარულის ისტორიაც აქ დაიწყო, ჰოდა, უკიდეგანოდ ბედნიერი ვარ, რადგან სწორედ ამ საოცარ ადგილას აღვნიშნავთ მის გაბედნიერებასა და ჩვენს “ოქროს დაბადების დღესაც. გილოცავ, ტყუპჩიკ, ეს რაღაც სხვა გრძნობაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოვთქვამ, ვულოცავ საკუთარ თავსა და ყველას, ვისაც შენი ბედნიერება უხარია. ასეთი თვალებგაბრწყინებულები იყავით სიცოცხლის ბოლომდე თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად !”

Happy Our Golden Birthday, She Said Yes !, – წერს სოციალურ ქსელში იუბილარი და სიძის და, ხატია პაიჭაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები