ვაჟა აზარაშვილი ჯგუფს – „გამოუვალი მდგომარეობა“ სასამართლოში უჩივის

კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი ჯგუფს – „გამოუვალი მდგომარეობა“ სასამართლოში უჩივლებს. მისი თქმით, ჯგუფმა “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე სიმღერა “დინამო” მისი ნებართვის გარეშე შეასრულა:

„ეს იყო პოლიტიკური ამბავი. როგორ შემეძლო მე, ეს გამეკეთებინა?! გამორიცხულია! მაშინ მოედანზე ვიქნებოდი. მე სრულიად კონტრასტულ პარტიასთან მაქვს საქმე. აქციაზე ჯგუფმა „გამოუვალი მდგომარეობა“ ჩემი ნებართვის გარეშე შეასრულა სიმღერა  – „დინამო“. ეს იყო ამაზრზენი! მე უკვე დავუკავშირდი „საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციას“ – (GERA). ისინი ჩემი სახელით დაწერენ საჩივარს და დააჯარიმებენ. და საერთოდ, აეკრძალოს ყველა მომღერალს ჩემი სიმღერების შესრულება ჩემი ნებართვის გარეშე, თორემ კიდევ დააჯარიმებენ და ღირსებიც იქნებიან“, – განაცხადა reporter.ge-სთან ვაჟა აზარაშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები