30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიმოსალოდნელი კონფლიქტი დიდ ენერგიას წაგართმევთ. გამორიცხული არაა, რომ დიდებისა და აღიარებისკენ სწრაფვამ პრობლემები შეგიქმნათ. ბიზნესმენებს ვურჩევთ, ადრე დაწყებული საქმე დაასრულონ. სავარაუდოდ, მოვლენები ისე განვითარდება, რომ სიმტკიცისა და ვაჟკაცობის გამოჩენა მოგიწევთ.

კუროკურო მამაკაცებს წარმატებული დღე ელით. ისინი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებიან და ადვილად მოიპოვებენ იმას, რაც ადრე მიუწვდომელი ეჩვენებოდათ. ჭკუა და ინტუიცია რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ. ქალმა კუროებმა ძალები გონივრულად უნდა გადაანაწილონ, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანონ. გამორიცხული არაა, რომ ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვოთ.

ტყუპებიბიზნესის სფეროში დასაქმებულ ტყუპებს წარუმატებელი დღე ელით. სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია და დაღლილობა და დეპრესია გიტევთ. დაწყებული საქმე ბოლომდე რომ მიიყვანოთ, მოკავშირეების პოვნა ან ძალების გონივრულად განაწილება მოგიწევთ. გამორიცხული არაა, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ მამაცობისა და სიმტკიცის გამოჩენა დაგჭირდეთ.

კირჩხიბისამსახურში მოსალოდნელია უსიამოვნებები. ნუ შეგეშინდებათ პირად ცხოვრებაში შექმნილი კრიტიკული სიტუაციის. გირჩევთ, ისეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რაშიც კარგად ვერ ერკვევით, რომ იმედგაცრუებული არ დარჩეთ. უმჯობესია, ჩანაფიქრის შესრულება სამომავლოდ გადადოთ.

ლომიამ დღეს სიმტკიცისა და ვაჟკაცობის გამოჩენა მოგიწევთ. ლიდერობისა და აღიარებისკენ სწრაფვა უამრავ პრობლემას შეგიქმნით. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამ მიმართულებით მოსალოდნელია სერიოზული პრობლემები.

ქალწულისახელოვნებო პროფესიების წარმომადგენლებისთვის წარმატებული დღეა, ამიტომ გირჩევთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ბიზნესმენებმა ძალები კარგად უნდა გადაანაწილონ, რომ დაწყებული საქმის დასრულება შეძლონ. გამორიცხული არაა, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ სიმტკიცისა და გამძლეობის გამოვლენა მოგიწიოთ.

სასწორისავაჭრო გარიგებებისა და შეძენისთვის ხელსაყრელი დღეა. ახალი ნაცნობობა დაგეხმარებათ, საკუთარი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოთ და უამრავი კომპლიმენტი მიიღოთ. შესაძლოა, სამუშაოს დასრულების შემდეგ დაღლილობა და უკმაყოფილება იგრძნოთ. ეცადეთ, ახლობელი ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვოთ.

მორიელიენერგიის მოზღვავებას გრძნობთ და გსურთ, ძალები ახალ საქმეში მოსინჯოთ. თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი უამრავ შესაძლებლობას გაძლევთ, რაც ოჯახურ ატმოსფეროზე სასიკეთოდ აისახება. ეს დღე ბავშვებს უნდა მიუძღვნათ. მათთან ურთიერთობით უზარმაზარ სიამოვნებას მიიღებთ.

მშვილდოსანინეგატიური დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, ნაკლებად იაქტიუროთ და ძალები გონივრულად გადაანაწილოთ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. გამორიცხული არაა, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ სიმტკიცისა და გამძლეობის გამოვლენა მოგიწიოთ.

თხის რქაარავითარ შემთხვევაში არ დაიხიოთ უკან და არ მიატოვოთ დაწყებული საქმე. პრინციპულობა და მიზანსწრაფულობა აუცილებლად შედეგს მოგიტანთ. ერიდეთ ხმაურიან კომპანიებს – ამ დღეს სხვისი გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცეთ. ობობა სიზმარში ოჯახის დანგრევას ან ავადმყოფობას ნიშნავს.

მერწყულიშენდობის, პატიებისა და შეცდომების აღიარების დღეა. თქვენი ინტუიცია და სასიცოცხლო თუ სექსუალური პოტენციალი იმატებს. სასურველია ეკლესიაში წასვლა და მოწყალების გაღება. მოინახულეთ ბავშვები და მოხუცები და დაეხმარეთ ყველას, ვისა დახმარება სჭირდება.

თევზებიკარგი დღეა სახელოვნებო საქმიანობისა და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. მიუძღვენით ეს დღე ოჯახს და საყვარელი ადამიანები გაანებივრეთ. ნუ იძუნწებთ საჩუქრებსა და კომპლიმენტებში.

კომენტარები

სხვა სიახლეები