მომღერალ ავთო აბესლამიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან ,,ფეისბუქის,, პირად გვერდზე დაწერა:
“Covid 19 მომიბრძანდა. იმედია, მშვიდობით გავაცილებ, დაკარგული მაქვს ყნოსვაც, გემოს შეგრძნება და უღონოდ ვარ. იმედია, ფილტვებზე არ გადავა”, – წერს მომღერალი.
გულშემატკივრები მას მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ ის 2016 წელს მუსიკალური შოუს, X ფაქტორის მონაწილე იყო.