რა ცნობილი სიმღერა ახსენდება ანრი ოხანაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ნომერზე

პირველი, რაც მათი სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით გამახსენდა, ეს არის ცნობილი – „აი, ასე ვიაროთ მთელი ცხოვრება“, – ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძის დასახელებას.

„სიის პირველი ნომერი გამოხატავს ზუსტად იმას, როგორც მართეს მათ ქვეყანა 9 წლის განმავლობაში, სურთ იგივე ხელწერით შეძლონ ხელისუფლებაში მოსვლა თუ გაუვათ, თუმცა, ამას „ქართულმა ოცნებამ” ერთხელ 2012-ში და ამის შემდგომ არაერთგზის დაუსვა წერტილი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები