„ვაღიარებ, ჩემი მხრიდან არასწორი ქმედება იყო“ – ნინი ბადურაშვილი ბოდიშს იხდის

ნინი ბადურაშვილი სკანდალში გაეხვა. მომღერალი გადაცემა “კაცებს” სტუმრობდა. ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ერთ–ერთ ვიდეოზე კრიტიკული კომენტარის ავტორს მომღერალმა ვიზუალი დაუწუნა და დასცინა:

„ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი”, – დააკომენტარა facebook მომხმარებელმა. მას ნინი ბადურაშვილმა გარეგნობაზე მიუთითა და დაწერა: „ამ ვიდით რამდენს ბედავ!”.

აღნიშნულს საზოგადოების აღშფოთება და ბადურაშვილის კრიტიკა მოჰყვა. მომღერალი, საბოლოოდ, იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა:

„მეგობრებო! ამ გოგონას ვერაფრით მივაწვდინე ხმა.. ძალიან სამწუხარო და არასასიამოვნო ფაქტი მოხდა გუშინ.. ვაღიარებ, ჩემი მხრიდან არასწორი ქმედება იყო, რაზეც მოჰყვა თქვენი ლოგიკური რეაქცია.. მინდა, ბოდიში მოვუხადო მას! ალბათ, ნახავს, როდესაც აღადგენს თავის გვერდს.. ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავეთ ზედმეტი აგრესიისაგან. წარმატებები და ბედნიერება თქვენ”, – წერს ბადურაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები