საქართველოში თურქული სერიალის მოყვარულთათვის ცნობილი მსახიობი – ქერემ ბურსინი 1987 წლის 4 ივნისს სტამბოლში დაიბადა.
1999 წელს ქერემი მშობლებსა და დასთან, მელისასთან ერთად საცხოვრებლად ტეხასში გადავიდა, სადაც მისი წარმატებული კარიერა დაიწყო.
ემერსონის კოლეჯისა და ბოსტონის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ის ოსკაროსანმა პროდიუსერმა, როჯერ კორმანმა ამერიკულ საშინელებათა ფილმში – “დაწყევლილი სასახლე” მიიწვია.
მსახიობმა ერიკ რობერტსთანაც ერთად ითამაშა ფილმში – Sharktopus – რვაფეხა ზვიგენი .
Can Feda – ფედა შენ შეგიძლია
Whisper If I Forget – ჩამჩურჩულე თუ დამავიწყდა
აღსანიშნავია, რომ მსახიობი საქართველოში სერიალებით – “ღირსების საქმე” და “მზის მოლოდინში” გახდა ცნობილი.
ფილმებისა და სერიალების გარდა, მას რეკლამებსა და მუსიკალურ კლიპებშიც იღებენ. შესაძლოა, ითქვას, რომ მსახიობი თურქეთში ერთერთი მაღალანაზღაურებადია.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას ის ამჟამად თავისუფალია. მის ყოფილი შეყვარებული კი ასევე საკმაოდ ცნობილი მსახიობი – სერენა სარიქაი გახლდათ, რომელთანაც სამწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა.
როგორც თურქული ტაბლოიდები წერს, მათი დაშორების მიზეზი სერენას ყოფილი შეყვარებული, ჩაღათაი ულუსოი გახდა, თუმცა ამ ფაქტს არცერთი მათგანი ადასტურებს.
ქერემ ბურსინი ამჟამად მუშაობს სერიალზე – “შენს ჩემს კარზე დააკაკუნე”, რომელიც საკმაოდ რეიტინგულია.
მსახიობის როლები ამ ხამონათვალით არ სრულდება. მას უამრავ თურქულ სერიალში იღებენ.