“რა გინდათ, გავწიროთ ჩვენი ახლობლები?! ჩვენი უფროსი თაობა?!” – პაატა იმნაძე – კორონავირუსზე

„რაც უფრო მეტი ავადმყოფი იქნება, მით მეტი ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპება, რომელიც ჩვეულებრივად არ დაიღუპებოდა“, – პაატა იმნაძემ ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

„გარკვეული სპეკულაციები მესმის, რომ 1200 ინფიცირებული იყო და 600 დარჩაო. 600 დღეს არის და გამზადებულია 1200 ადგილი. თუ საჭირო გახდა 5000-მდეც ავა.

არ გვინდა, რომ ეს მოხდეს, თორემ საავადმყოფოებში, საბედნიეროდ პრობლება არ გვექნება ავადმყოფების განთავსებისა. მსუბუქები იქნებიან საკარანტინე სივრცეებში.

არ გვინდა, რომ ბევრი ავადმყოფი იყოს, არ გვინდა! იმიტომ, რომ რაც უფრო მეტი ავადმყოფი იქნება, მით მეტი ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპება, რომელიც ჩვეულებრივად არ დაიღუპებოდა.

ეს უნდა გავითავისოთ ყველამ, რომ თუ გახდება 100 ათასი კაცი ინფიცირებული, თავისთავად, იქედან 1% ბევრია უკვე. შევხედოთ სომხეთს, როგორი მდგომარეობაა იქ. არ გვინდა, რომ 1000 კაცი მოკვდეს.

თუ ბევრი გახდება ავად, სამწუხაროდ, ბევრი გარდაიცვლება, თორემ უმრავლესობა, კი ბატონო, უპრობლემოდ გადაიტანს ვირუსს. რა გინდათ, გავწიროთ ჩვენი ახლობლები?! ჩვენი უფროსი თაობა?! ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებსაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადება  აქვთ? ხომ არ უნდა გავწიროთ ეს ადამიანები?! დავიცვათ ელემენტალური წესები, რომ ამ ადამიანებს მოვუფრთხილდეთ“, – ამბობს პაატა იმნაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები