“საპატარძლო ტირის, სასიძო იგინება, სასიმამრო ჩაციებული ღვინის ბედს არკვევს” – ზურა შევარდნაძე აკრძალულ ქორწილზე

მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც კორონავირუსის გამო აკრძალულ ქორწილზე საუბრობს:

“დღეს ქორწილი უნდა გვქონოდა, კოხტად მორთულ მოკრუჭუნებული. ერთი თვეა, ვათანხმებთ, ვუთანხმებთ, ვწერთ და ვკითხულობთ. გუშინ შუადღეს ვიგებთ, რომ არ გვაქვს უფლება. ხარჯი – გაწეული, თითქმის ყველაფერი – ნაყიდი, ასორმოცდაათ სტუმარს ეპატიჯებოდა ახალადშექმნილი, ძალიან სიმპათიური ოჯახი. საპატარძლო ტირის, სასიძო იგინება, ოიიიი, როგორ უწმაწურად იგინება.. სასიმამრო ჩაციებული ღვინის ბედს არკვევს, სადედამთილო – ძნებად მოზიდული შეკვეთილი ყვავილის.
საქმეა ახლა ეს?
ვეჭვობ, შაბათის, კვირისა და ყველა დაზამთრებამდე დაგეგმილი წვეულებებიც აღარ გამოვა. ყვავილი უკვე დავარიგეთ, არც საჭმელ სასმელს ვიზარალებთ, შემოვუსხდებით მე და ჩემი თანამშრომლები, უსამსახუროდ დარჩენილი მომსახურე პერსონალი და მოვილხენთ. არც მექორწილე ოჯახს ვაზარალებთ და არც არავის ვალში არ დავრჩები, მაგრამ სწორია ასე? ორი დღით ადრე მაინც რომ მცოდნოდა ახალი რეგულაციის შესახებ, ასე არ ვიზარალებდით. რაცაა, ისაა. მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ ყველა, მექორწილეც, სტუმარიც ამ წესის დამდგენიც და ჩვენც.
უქორწილოდ დარჩენილი, მოწყენილი წყვილი კი დღეს ფოტოგრაფთან ერთად მოვა, რომ ჩვენს ბაღში გადაღებული ფოტოები სამახსოვროდ დარჩეს”, – წერს ზურა შევარდნაძე. 

კომენტარები

სხვა სიახლეები